22 ნოემბერს, 19:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ექიმი რადიოლოგი და მედიცინის დოქტორი ოთარ ტატიშვილი საჯარო ლექციას გამართავს.
ლექციის ფარგლებში ოთარ ტატიშვილი ისაუბრებს თემაზე: „რა გავლენა აქვს დროულ დიაგნოსტიკას დაავადების გამოსავალზე?!“
საჯარო ლექციაზე დასწრება შეუძლიათ „ევროპის უნივერსიტეტის“ ნებისმიერი პროგრამის სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.
დრო: 22 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის კორპუსი, სარაჯიშვილის ქუჩა N17, აუდიტორია 507.