14 ნოემბერს, დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი, ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის წევრი რამაზ ყურაშვილი მედიცინის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა და მათთვის საჯარო ლექცია ჩაატარა.
ლექციის ფარგლებში პროფესორმა რამაზ ყურაშვილმა ისაუბრა თემაზე: “შაქრიანი დიაბეტი, 21-ე საუკუნის გლობალური პანდემია – რისკის ფაქტორებიდან პრევენციამდე.
მსოფლიო დიაბეტის საერთაშორისო დღეს 1991 წლიდან აღნიშნავს და მისი მიზანია საზოგადოებაში დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება. თარიღად კი შერჩეულია 14 ნოემბერი, რადგან სწორედ ამ დღეს აღმოაჩინეს ინსულინი.