27 ოქტომბერს “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე და ამავე ფაკულტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ოთარ კაჭკაჭაშვილი სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებთან სამართლებრივი დახმარების ცენტრის ფუნქციები, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ცენტრის საქმიანობის ფარგლებში, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, სპეციალისტის მეთვალყურეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაუწევენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას და მომსახურებას.
ცენტრის საქმიანობაში ჩართული სტუდენტების ძირითადი ფუნქციებია დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის შემუშავება/წარდგენა, სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა.
ცენტრის საქმიანობაში ჩართულობა ხელს შეუწყობს სტუდენტების ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.
“ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლებრივი დახმარების ცენტრთან დასაკავშირებლად მიმართეთ ცხელ ხაზს: (+995 32) 2 000 171