ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად „ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.
გამოცხადებულია 14 სრულად დაფინანსებული კვოტა ევროპის 7 ქვეყნის მიმართულებით, შემდეგი პირობებით:
(1)
ლატვიის კულტურისა და ეკონომიკის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლატვია
სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური (მენეჯმენტის და ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამები) და ადმინისტრაციული (ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეული) პერსონალი.
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო (2024 წლის 22-26 აპრილი) და 2 სამგზავრო დღე.
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში.
კვოტა: 4 (2 აკადემიური, 2 ადმინისტრაციული)
სარეგისტრაციო ბმული: ადმინისტრაციული პერსონალისთვის, აკადემიური პერსონალისთვის
(2)
დაუგავპილსის უნივერსიტეტი, ლატვია
სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული (ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეული) პერსონალი.
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (2024 წლის მაისი) და 2 სამგზავრო დღე.
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში.
კვოტა: 1
სარეგისტრაციო ბმული: ადმინისტრაციული პერსონალისთვის
(3)
უტენას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა
სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი (დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამები)
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე.
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
360 ევროს ფარგლებში.
კვოტა: 1
სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალისთვის
(4)
ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტი, პოლონეთი
სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი (სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი)
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (2024 წლის 13-17 მაისი) და 2 სამგზავრო დღე.
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
360 ევროს ფარგლებში.
კვოტა: 1
სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალისთვის
(5)
მალაგას უნივერსიტეტი, ესპანეთი
სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი (სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი)
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე.
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 160 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
820 ევროს ფარგლებში.
კვოტა: 1
სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალისთვის
(6)
მასპინძელი უნივერსიტეტი: მედიმურჯეს გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი ჩაკოვიჯეში, ხორვატია
სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი (ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეული)
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (2024 წლის მაისი) და 2 სამგზავრო დღე.
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში.
კვოტა: 1
სარეგისტრაციო ბმული: ადმინისტრაციული პერსონალისთვის
(7)
ვისტულას უნივერსიტეტი, პოლონეთი
სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური (სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის) პერსონალი
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (2024 წლის 22-26 აპრილი) და 2 სამგზავრო დღე.
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში.
კვოტა: 1
სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალისთვის
(8)
მასპინძელი უნივერსიტეტი: ნიშის უნივერსიტეტი, სერბეთი
სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე და 2 სამგზავრო დღე.
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში.
კვოტა: 2
სარეგისტრაციო ბმული: აკადემიური პერსონალისთვის
(9)
მასპინძელი უნივერსიტეტი: ტოკატ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტი, თურქეთი
სამიზნე აუდიტორია: ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (2024 წლის მაისი) და 2 სამგზავრო დღე.
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში.
კვოტა: 2
სარეგისტრაციო ბმული: ადმინისტრაციული პერსონალისთვის
შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებით და “ევროპის უნივერსიტეტის” “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად, რაც გულისხმობს შემდეგ ეტაპებს:
1. გამოცდა ინგლისურ ენაში – B2 დონე ადმინისტრაციისთანამშრომლებისთვის და C1 – აკადემიური პერსონალისთვის (ხუთშაბათი, 9 ნოემბერი, 11:00 სთ).
NotaBene:
(!) შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდება ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების არანაკლებ ერთწლიანი სტაჟი; მოპოვებული აქვს ინგლისური ენის ფილოლოგის ან ინგლისურენოვანი ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის ხარისხიდა/ან ფლობს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს. უკანასკნელ შემთხვევაში, წარმოდგენილი სასერტიფიკატო მინიმალური ქულა CEFR სტანდარტით C1 დონის შესაბამისად უნდა იყოს: IELTS 7.0; Toefl iBT 95; Toelf PBT 627; Cambridge English Scale Score for C1 Advanced (იგივე CAE) 180.
(!!) შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდება ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების მინიმუმ ერთწლიანი სტაჟი; მოპოვებული აქვს ინგლისური ფილოლოგიის ან ინგლისურენოვანი ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის ხარისხი; გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე აქვს საზღვარგარეთ ინგლისურ ენაზე სწავლის მინიმუმ ერთსემესტრიანი გამოცდილება და/ან ფლობს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს. უკანასკნელ შემთხვევაში, წარმოდგენილი სასერტიფიკატო მინიმალური ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს: IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toelf PBT 543; Cambridge English Scale Score for B2 First (იგივე FCE) 160.
(2.1) ინგლისურ ენაზე ტრენინგ-მობილობის გეგმის პრეზენტაციას ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის (ხუთშაბათი, 16 ნოემბერი, 11:00 სთ).
გასაუბრება ჩატარდება ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, აუდიტორია #409
ტრენინგის გეგმა ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- დაგეგმილი შეხვედრების და აქტივობების აქტუალობა და მნიშვნელობა;
- მობილობის გეგმის შესაბამისობა უნივერსიტეტის სტრატეგიასთან და პრიორიტეტებთან;
- ინგლისურ ენაზე თანმიმდევრული ლაპარაკი;
- მოსალოდნელი შედეგების ღირებულება სამოქმედო გეგმის თვალსაზრისით და/ან მობილობის შედეგების პოტენციური პრაქტიკული გამოყენებადობა;
- მობილობის ფარგლებში დასახული გეგმის განხორციელებადობა (თანამშრომლის კვალიფიკაციისა და სამსახუროებრივი კომპეტენციების გათვალისწინებით)
(2.2) ინგლისურენოვანი საჩვენებელი ლექცია აკადემიური პერსონალისთვის – (პარასკევი, 17 ნოემბერი, 11:00 სთ)
საჩვენებელი ლექციები წარიმართება Zoom პლატფორმაზე.
საჩვენებელი ლექციის შეფასების კრიტერიუმები:
- სასწავლო კურსის თემატიკის ცოდნა;
- თანმიმდევრული ლაპარაკი;
- აუდიტორიასთან კონტაქტი;
- გამოყენებული სწავლების მეთოდები;
- შეკითხვებზე პასუხის გაცემის უნარი.
20 ნოემბერს კომისია გამოავლენს 9 მასპინძელი უნივერსიტეტის მიმართულებით, კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულების მქონე 14 ადმინისტრაციულ/აკადემიურ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი სარეგიტრაციო ფორმა არაუგვიანეს 5 ნოემბრის (სამშაბათი) 12:00 საათისა.
დაინტერესებული პირები საკონკურსო კრიტერიუმების დეტალური განმარტებისთვის უნდა, გაეცნონ “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს”.