“ევროპის უნივერსიტეტსა” და “მუღლა სიტკი კოჩმანის უნივერსიტეტს” (თურქეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
“მუღლა სიტკი კოჩმანის უნივერსიტეტი” 1975 წელს “ანკარის ეკონომიკისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა აკადემიასთან” აფილირების ფარგლებში დაარსდა და მუღლაში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო.
აღსანიშნავია, რომ “მუღლა სიტკი კოჩმანის უნივერსიტეტი” “ევროპის უნივერსიტეტისთვის” რიგით მეექვსე პარტნიორია თურქეთის მასშტაბით.