6 ოქტომბერს “ევროპის უნივერსიტეტში”, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ჭადრაკის ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა.
ჩემპიონატში 40-მდე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
მეორე ეტაპზე, რომელიც 12 ოქტომბერს გაიმართა, 9 სტუდენტი გადავიდა.
ჭადრაკის ჩემპიონატის მეორე ეტაპის ფარგლებში გამოვლინდა 4 ნახევარფინალისტი, რომელთა შორისაც სამი საპრიზო ადგილი გადანაწილდა.
ჭადრაკის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი გახდა დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტი ლალიტეშ რაღავ ამბატი, მეორე ადგილზე დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტი ნუგზარ მარკოზია გავიდა, ხოლო გამარჯვება ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ლუკა ჩხაიძემ მოიპოვა.
პირველ, მეორე და მესამე ადგილოსან მონაწილეებს სიმბოლური ჯილდოს სახით შესაბამისი მედლები გადაეცათ, ჭადრაკის ტურნირის ჩემპიონი ლუკა ჩხაიძე კი დამატებით პრიზით დაჯილდოვდა.