“ევროპის უნივერსიტეტსა“ და IGS ჯგუფს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტის“ სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები საფრანგეთის სამ ქალაქში – პარიზში, ტულუზაში და ლიონში, ორთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გადიან.
“ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ნათია ვეფხვაძე ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად IGS ჯგუფის ლიონის ფილიალში გაემგზავრა. მგზავრობის ხარჯები ევროკომისიის მიერ სრულად ანაზღაურდა. სტაჟირების განმავლობაში ის ასევე “ერაზმუს+” სტანდარტის შესაბამისად, ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.
ლიონში სტაჟირება “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების სასწავლო გეგმის კომპონენტად განიხილება და შესაბამისად, ლიონში ნამუშევარი საათები ნათია ვეფხვაძეს დაბრუნების შემდეგ, კრედიტებად უღიარდება.
აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა “ერაზმუს+” საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში, 2022-23 აკადემიური წლიდან დაიწყო და სტუდენტების პირველი ნაკადი ლიონში ორთვიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე უკვე იმყოფებოდა.