“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა და დეკანის მოადგილე პროგრამების განვითარების მიმართულებით ლაშა დოლიძე ანატომაჟის 2023 წლის ევროპის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრნენ, რომელიც მილანში 6-7 ოქტომბერს გაიმართა.
კონფერენციას ესწრებოდნენ იტალიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ლუქსემბურგის და სხვა ქვეყნების წამყვანი სამედიცინო სკოლების წარმომადგენლები. კონფერენცია მიზნად ისახავდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ანატომიის სწავლების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და ამ კუთხით უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და განვითარებას.
ევროპის კონფერენციაზე ანატომაჟის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მონაწილეებს წარუდგინა ანატომაჟის უახლესი მოდელი, განახლებული და გაუმჯობესებული ფუნქციებით. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ტრენინგებს და სამუშაო შეხვედრებს ანატომაჟის ბოლო მოდელის გამოყენებით და თავად გასცნობოდნენ ანატომაჟის ახალ შესაძლებლობებს.