სხვა სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” პოპჯგუფმა და “ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის“ კაპელამ ერთობლივი კონცერტი გამართეს

მოძრაობის თეატრში “ევროპის უნივერსიტეტის“ პოპჯგუფის “გამორჩEUლის” და „ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის“ მუსიკალური გუნდის “სოლემიოს” ერთობლივი კონცერტი გაიმართა.

საღამო „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა.

კონცერტზე პოპჯგუფის “გამორჩEUლი“ წევრებმა მაესტრო თამარ გულუას ხელმძღვანელობით შეასრულეს როგორც ქართული, ასევე ცნობილ უცხოური სიმღერები. კაპელა „სოლემიო“ კი მაყურებლის წინაშე ესტონური რეპერტუარით წარდგა.

აღსანიშნავია, რომ „ევროპის უნივერსიტეტი“ და „ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი“ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული “ერაზმუს+” ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტის “სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში თანამშრომლობენ.

მსგავსი კულტურული ღონისძიებები ქართულ და ესტონურ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *