“ევროპის უნივერსიტეტსა“ და IGS ჯგუფს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტის“ სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები საფრანგეთის სამ ქალაქში – პარიზში, ტულუზაში და ლიონში, ორთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
“ევროპის უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ლიზი კვარაცხელია IGS ჯგუფის ტულუზას ფილიალში გაემგზავრება. მგზავრობის ხარჯები ევროკომისიის მიერ სულად ანაზღაურდება და სტაჟირების განმავლობაში ის ასევე “ერაზმუს+” სტანდარტის შესაბამისად, ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა “ერაზმუს+” საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში, 2022-23 აკადემიური წლიდან დაიწყო და სტუდენტების პირველი ნაკადი ლიონში ორთვიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე იმყოფებოდა.
საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებმა – ბექა გელდიაშვილმა და ნინო დვალიძემ, ლიონში IGS ჯგუფის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში სტაჟირება წარმატებით გაიარეს, რაც თანამშრომლობის გაგრძელების და მასშტაბების ზრდის საწინდარი გახდა.