“ევროპის უნივერსიტეტის“ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდის საბოლოო შედეგები, აპელაციების გათვალისწინებით, ცნობილია.
აპლიკანტებს მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის დახმარებით შედეგების ნახვა შეუძლიათ მიმაგრებულ ფაილში – დანართი 1.
საბოლოო შედეგების სიაში მოცემულმა აპლიკანტებმა წარმატებით ჩააბარეს მისაღები გამოცდა და „ევროპის უნივერსიტეტის“ მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხნენ სრული დაფინანსებით.
ჩარიცხულ კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 2 და 3 ოქტომბერს შემდეგ მისამართზე: გურამიშვილის გამზირი N76, “ევროპის უნივერსიტეტის” ადმინისტრაციული კამპუსი, პირველი სართული. სამუშაო საათები: 10:00 – 18:30.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995 32) 2 000 171