“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტი საბა ჯანიაშვილი სწავლას გაცვლითი პროგრამით პოლონეთში, ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საბა ჯანიაშვილი ტურიზმის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია. იგი სწავლას “ერაზმუს+” გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს.
“ევროპის უნივერსიტეტი” აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. ათეულობით სტუდენტი, რომლებმაც გასაუბრებები წარმატებით გაიარეს და უცხო ენის ცოდნის დონე დააკმაყოფილეს, უკვე სარგებლობენ “ერაზმუს+” გაცვლითი პროგრამით.
უახლოეს დღეებში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ სრული დაფინანსებით კიდევ რამდენიმე სტუდენტი მიემგზავრება.