“ევროპის უნივერსიტეტში” პირველკურსელთა საზეიმო მიღების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიება “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
სტუდენტებს სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ, ვეტერინარიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა მაია კერესელიძემ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ნათია ჯოჯუამ და პროგრამის ხელმძღვანელებმა მიმართეს.
პირველკურსელების საზეიმო მიღებას მუსიკალურად ბრას ბენდი “New Band” აფორმებდა.
არაფორმალურ გარემოში პირველკურსელების წვეულებას “ევროპის უნივერსიტეტი” საღამოს უმასპინძლებს.