„ევროპის უნივერსიტეტის“ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისთვის საბუთების მიღება დაიწყო. 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადად განისაზღვრა 22 სექტემბერი – 28 სექტემბერი.
იხილეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ პირთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება რექტორის სახელზე (იწერება ადგილზე)
ბ) რეზიუმე (CV);
გ)უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
დ) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ნაეკიდან გამოცდის ჩაბარების თაობაზე);
ე) ორი ფოტო 3×4 და CD-დისკზე ჩაწერილი;
ვ) სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
მისაღები გამოცდის ფორმად განსაზღვრულია ესე.
მისაღები გამოცდის ვადები:
27 სექტემბრამდე რეგისტრირებულთათვის;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 28 სექტემბრი;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება – არაუგვიანეს 28 სექტემბრი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს 29 სექტემბერი;
27 სექტემბრიდან რეგისტრირებულთათვის:
- გამოცდის შედეგების გამოცხადება – არაუგვიანეს – 30 სექტემბრისა;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება – არაუგვიანეს – 30 სექტემბრისა;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება არაუგვიანეს – 2 ოქტომბრისა;
საბოლოო შედეგების გამოცხადება არაუგვიანეს 2 ოქტომბრისა.
ხელშეკრულების გაფორმების ვადად განისაზღვრა 2-3 ოქტომბერი.
აპლიკანტებმა რეგისტრაციისთვის საბუთები უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: გურამიშვილის გამზირი N76, ოთახი 103.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში: +995 322 000 171