“ევროპის უნივერსიტეტი” ბათუმში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში – “საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა” მონაწილეობს.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიებას ასევე ესწრება ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) არქეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელი ბრენდან ფოლი, რომელიც საქართველოში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა “ევროპის უნივერსიტეტის” პრეზიდენტ ლაშა კანდელაკიშვილს, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. “ევროპის უნივერსიტეტი” და “ლუნდის უნივერსიტეტი“ შავი ზღვის არქეოლოგიურ კვლევებს ერთობლივად იწყებენ, რაც საქართველოში საზღვაო არქეოლოგიის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია.
ღონისძიება მოიცავს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: “შავი ზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე II“ და სამეცნიერო პავილიონების გამოფენას.
სამეცნიერო პავილიონების გამოფენაზე “ევროპის უნივერსიტეტს” წარმოდგენილი აქვს არქეოლოგიური არტეფაქტები “ევროპის უნივერსიტეტის” არქეოლოგიურ ისტორიული მუზეუმიდან.
სამეცნიერო პავილიონების გამოფენა დილიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზეა გახსნილი.