საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები, სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის პერსონალი სამუშაო ვიზიტებით ლატვიასა და ესტონეთში იმყოფებოდა

Veterinary

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული “ერაზმუს+” ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტის “სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში კონსორციუმის წევრი საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს ეწვივნენ.

“ევროპის უნივერსიტეტის”, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ვეტერინარიის  ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალი მასპინძელი უნივერსიტეტების ვეტერინარიის ფაკულტეტის სტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმს, სასწავლო პროგრამებზე მიღების წინაპირობებს, სამაგისტრო ნაშრომის მომზადების წესს, პრეკლინიკურ და კლინიკურ სასწავლო კურსებს, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებსა და სხვა რელევანტურ საკითხებს გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა ლატვიაში, ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო-კვლევითი ფერმა “Vecauce”, ერთადერთი სახელმწიფო მეურნეობა-მესაქონლეობის და ვეტერინარული მედიცინის კვლევისა და პრაქტიკის ცენტრი, ხოლო ესტონეთში, ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ანატომიის მუზეუმი, ვეტკლინიკები და კლინიკური ლაბორატორიები მოენახულებინათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *