სხვა სიახლეები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შეფასების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრა

„ევროპის უნივერსიტეტში“ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველმა კანდიდატებმა რეგისტრაციის გავლის შემდეგ უნდა ჩააბარონ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა.

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა შეფასების მიზნით „ევროპის უნივერსიტეტში“ დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრა, დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ  დანართი N1.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (ესსე) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრა 50 %-ს + 1 ქულით.

ჩარიცხვისთვის და დაფინანსებისთვის თანაბრი ქულის დაგროვების შემთხვევაში:

• უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (ესსე) ჩაბარების საფუძველზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტებს, რომელთაც უნივერსიტეტისთვის გამოყოფილ დასაფინასებელ პირთა ადგილების ფარგლებში თანაბარი ჩარიცხვის და დაფინანსების უფლება ექნებათ მოპოვებული (ბოლო დასაფინანსებელ ადგილზე თანაბარი ქულა ექნება მიღებული ორ ან მეტ აპლიკანტს), დასაფინანსებელ პირთა სიაში გათვალისწინებულ იქნება აპლიკანტი, რომელსაც საგნის გამოცდაზე მიღებული ექნება უფრო მაღალი ქულა.

• თუ უნივერსიტეტისთვის გამოყოფილ დასაფინასებელ პირთა ადგილების ფარგლებში თანაბარი ჩარიცხვის და დაფინანსების უფლებას ორი ან მეტ აპლიკანტი მოიპოვებს (ბოლო დასაფინანსებელ ადგილზე თანაბარი ქულა ექნება მიღებული ორ ან მეტ აპლიკანტს) და ამავდროულად საგნის გამოცდაზე მიღებული ქულა იქნება თანაბარი, რექტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი კომისია უზრუნველყოფს მათთან დამატებითი გამოცდის ჩატარებას.
დამატებითი გამოცდის ჩატარების ფორმატი და შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება რექტორის ბრძანებით. დასაფინანსებელ პირთა სიაში გათვალისწინებულ იქნება აპლიკანტი, რომელსაც უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ დამატებით გამოცდაზე უფრო მაღალი ქულა ექნება მიღებული.

მიმაგრებული ფაილები:

შეფასების კრიტერიუმები, დანართი 1

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *