გარე მობილობით „ევროპის უნივერსიტეტში“ ჩარიცხულმა სტუდენტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 11 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით.
დიპლომირებული მედიკოსის, სტომატოლოგიის და ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტმა განცხადება და პირადი საქმის ასლები უნდა წარმოადგინოს შემდეგ მისამართზე: დავით სარაჯიშვილის ქუჩა №17 მე-4 სართული, ოთახი №410, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 – 18:00 საათი (შესვენება – 14:00 – 15:00 საათი).
ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმატიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის, ტურიზმის და ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტმა განცხადება და პირადი საქმის ასლები უნდა წარადგინოს შემდეგ მისამართზე: დავით გურამიშვილის გამზირი №76, პირველი სართული, ოთახი № 103, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 – 18:00 საათი (შესვენება – 14:00 – 15:00 საათი).
სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის დადასტურება მოხდება უნივერსიტეტში უნივერსიტეტის წარმომადგენელთან კონსულტაციის შემდგომ.
მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
- დოკუმენტების მიღება – 2023 წლის 11 სექტემბრიდან – 2023 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით;
- სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 2023 წლის 12 სექტემბრიდან – 2023 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით;
- სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება – 2023 წლის 12 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათლით.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
საბაკალავრო, ერთსაფეხურიან და ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთათვის:
ა) განცხადება (ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
ზ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული) გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);
თ) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების ასლი;
მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ ან ჩარიცხულ სტუდენტს, რომელმაც გამომშვებ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდის გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული ენის დონის განსაზღვრას, რათა დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისთვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია. “ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევაში რექტორის სამართლებრივი აქტით შეიქმნება შესაბამისი კომისია და განისაზღვრება გამოცდის ჩატარების დღე.
ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);
ბ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) „სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ” ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);
დ) 1 ფოტოსურათი 3X4 CD დისკთან ერთად.
მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 2000171 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: Info@eu.edu.ge