“ევროპის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი ლაშა კანდელაკიშვილი “ლუნდის უნივერსიტეტის“ (შვედეთი) არქეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელს ბრენდან ფოლს, შეხვდა. მხარეებმა ერთობლივი კვლევითი საქმიანობის განხორციელებასა და ურთიერთანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა “ევროპის უნივერსიტეტის“ არქეოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი და „ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის“ დირექტორი ალექსანდრე ნონეშვილი.
აღსანიშნავია, რომ “ევროპის უნივერსიტეტი” და “ლუნდის უნივერსიტეტი“ შავი ზღვის არქეოლოგიურ კვლევებს ერთობლივად იწყებენ, რაც საქართველოში საზღვაო არქეოლოგიის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია.
“ევროპის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა „ლუნდის უნივერსიტეტის“ წარმომადგენელს და კვლევით საქმიანობაში თანადგომას დაჰპირდა.
“ევროპის უნივერსიტეტის“ არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს, რომლებსაც სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.