მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ფსიქოლოგიის პროგრამის პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

“ევროპის უნივერსიტეტში” ფსიქოლოგიის პროგრამის პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სტუდენტებს უნივერსიტეტში ჩარიცხვა ფაკულტეტის დეკანმა, ნათია ჯოჯუამ, მიულოცა და ფაკულტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პირველკურსელებს ასევე მიესალმა დეკანის მოადგილე სასწავლო პროცესის მიმართულებით  – ანა ლოლიშვილი.

ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა ბაია კუბლაშვილმა პირველკურსელებს სასწავლო პროგრამა და აქტიური სტუდენტური ცხოვრებისთვის არსებული შესაძლებლობები გააცნო.

სტუდენტები ასევე შეხვდნენ სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერს, რომელმაც ტექნიკური საკითხების შესახებ ისაუბრა.

“ევროპის უნივერსიტეტში” პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება და ყველა პროგრამის სტუდენტი მათ ეტაპობრივად დაესწრება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *