სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

მიღება “ევროპის უნივერსიტეტის” სამაგისტრო პროგრამებზე

migheba-evropis-universitetis-samagistro-programebze

“ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის საბუთების მიღება 29 აგვისტოდან დაიწყება. 2023-24 აკადემიური წლისთვის გთავაზობთ შემდეგ პროგრამებს:

საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 29 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით.

სამაგისტრო პროგრამებზე მიღების წინაპირობებია:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდა;

გ) ტესტირება ინგლისურ ენაში (აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს B2 დონეზე ინგლისური ენის ფლობა). სტუდენტი უფლებამოსილია ენობრივი კომპეტენციის დონის დასადასტურებლად წარმოადგინოს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი (CEFR B2, IELTS exam – 5.5, BEC exam and CELS exam – Vantage,  Cambridge exam – FCE, TOEIC – 785, TOEFL iBT – 72, TOEFL ITP – 543);
დ) გასაუბრება სპეციალობაში.

“ევროპის უნივერსიტეტის” სამაგისტრო საფეხურზე სწავლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ;  უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პირი ვალდებულია წარმოადგინოს მიღებული განათლების აღიარების  შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი.
  • ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ვაჟების შემთხვევაში;
  • სამაგისტრო  გამოცდის ჩაბარების  დამადასტურებელი  ბარათი.

საბუთების მიღება იწარმოებს ადმინისტრაციული  კორპუსის  პირველ  სართულზე:  ოთახი  №103, ორშაბათიდან – შაბათის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება – 14:00 – 15:00 საათი), მის. გურამიშვილის გამზირი № 76.

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება ორ ნაკადად: I ნაკადი – ის პირები, ვინც საბუთებს 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით შემოიტანენ, II ნაკადი – ის პირები, ვინც საბუთებს 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ჩათვლით შემოიტანენ.

I  ნაკადისთვის გამოცდები ჩატარდება  შემდეგი გრაფიკით:

უცხო ენის გამოცდა  –  11  სექტემბერი (გამოცდა ჩატარდება შპს “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის შესაბამისად)

  • უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 13  სექტემბერი;
  • სააპელაციო  განაცხადის წარმოდგენა – 13-14 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი

გასაუბრება  სპეციალობაში – 18  სექტემბერი

  • შედეგების გამოცხადება – 19  სექტემბერი;
  • სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა – 19-20 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების  გამოცხადება – 21  სექტემბერი

II  ნაკადისთვის გამოცდები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:

უცხო ენის გამოცდა  –  18 სექტემბერი (გამოცდა ჩატარდება შპს “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის შესაბამისად);

  • უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 20 სექტემბერი;
  • სააპელაციო  განაცხადის წარმოდგენა – 20-21 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება – 22  სექტემბერი.

გასაუბრება სპეციალობაში – 25  სექტემბერი;

  • შედეგების გამოცხადება – 26  სექტემბერი;
  • სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა – 26-27 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების  გამოცხადება – 28 სექტემბერი;

საბოლოო შედეგების გამოცხადება  – 28  სექტემბერი;

რანჟირების დოკუმენტის გამოცემა – 29 სექტემბერი

ხელშეკრულების გაფორმება  –  29 სექტემბერი – 2 ოქტომბერი;

ჩარიცხვის შესახებ ბრძანების მომზადება – 3 ოქტომბერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 032 2 000 171

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *