ევროპის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი მუნჯიშვილი “ერაზმუს+” მობილობის ფარგლებში ვროცლავის ბიზნესის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (პოლონეთი) სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
ვიზიტი უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ხარისხის უზრუნველყოფის და სტრატეგიული განვითარების საკითხებზე გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.
მობილობის ფარგლებში გიორგი მუნჯიშვილი უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სტუდენტების შერჩევისა და მიღების, კარიერული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. კოლეგებმა მიმდინარე და დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებსა და პროექტებზე მოსაზრებები გაცვალეს.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მუნჯიშვილმა პოლონელი კოლეგებისთვის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიების შემუშავებაზე ვორქშოფი ჩაატარა.
პერსონალის საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობა აკადემიური კავშირებისა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.