“ევროპის უნივერსიტეტს” და “მინას გერაისის უნივერსიტეტს” (ბრაზილია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ “მინას გერაისის უნივერსიტეტი” 1927 წელს დაარსდა და ბრაზილიაში ერთ-ერთ უძველეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. UFMG სტუდენტებს 91 საბაკალავრო და 90 სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს, ასევე, ფლობს 800-ზე მეტ კვლევით ცენტრს.
“მინას გერაისის უნივერსიტეტი” “ევროპის უნივერსიტეტისთვის” ბრაზილიაში რიგით მეორე პარტნიორია.