საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტს” ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენელი ეწვია

evropis-universitets-avstriis-gamoqenebiti-metsnierebata-universitetis-carmomadgeneli

“ევროპის უნივერსიტეტს” ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის (FH Burgenland) წარმომადგენელი არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების შესასწავლად ეწვია.

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერმა მაგ.ა კრისტა კოპენშტაინერმა “ევროპის უნივერსიტეტის” მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად პარტნიორობის გაძლიერების სტრატეგიები განიხილა.

“ევროპის უნივერსიტეტსა” და FH Burgenland-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს დაფუძნებული დისკუსია ფოკუსირებული იყო ინტერნაციონალიზაციისკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯების გამოკვეთაზე.

მხარეები შეთანხმდნენ “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში პერსონალისა და სტუდენტების გაცვლაზე. აგრეთვე გადაწყდა თანამშრომლობა საგრანტო დაფინანსების მოპოვების მიზნით, საერთაშორისო პროექტის წინადადების მოსამზადებლად, ერთობლივი ინტერნაციონალიზაციის აქტივობების და კვლევითი საქმიანობის მიმართულებით.

FH Burgenland-ს ავსტრიაში ორი კამპუსი აქვს – ეიზენშტადტსა და პინკაფელდში.

25-წლიანი ისტორიით და რეპუტაციით, უნივერსიტეტი ცნობილია უნიკალური პროგრამებით, რომლებიც სტუდენტებს თეორიისა და პრაქტიკის სინთეზს სთავაზობს, ხოლო მისი გამორჩეული კურსდამთავრებულები ავსტრიაში წამყვან პოზიციებზე არიან დასაქმებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *