მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” კლინიკური პრაქტიკა გაიარეს

evropis-universitetis-studentebma-jo-enis-sauniversiteto-hospitalshi-klinikuri-praktika

“ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკური პრაქტიკა გაიარეს.

2022-23 აკადემიური წლის განმავლობაში კონკურსის წესით შერჩეულ 40-მდე სტუდენტს მიეცა საშუალება, “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ სხვადასხვა განყოფილებაში გამოცდილი სპეციალისტების ზედამხედველობით კლინიკური გამოცდილება მიეღო.

სტუდენტებს კლინიკური პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები კლინიკის დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ, “ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ნათია ჯოჯუამ და დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელმა თინათინ გოგნაძემ გადასცეს.

აღნიშნული წარმატებული პრაქტიკა გრძელდება და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს კვლავ ექნებათ საშუალება, რომ შერჩევის კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *