საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“დაუგავპილსის უნივერსიტეტის” პროფესორმა “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიური პერსონალისთვის ლექცია წაიკითხა

daugavpilsis-universitetis-propesorma-evropis-universitetis-akademiuri-personalistvis

13 ივნისს “დაუგავპილსის უნივერსიტეტის” (ლატვია) ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამის პროფესორი ინტა ოსტროვსკა „ევროპის უნივერსიტეტს“ ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ეწვია.

პროფესორმა ინტა ოსტროვსკამ “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიური პერსონალისთვის ლექცია თემაზე: “სოციალური მეწარმეობა და მისი მნიშვნელობა საზოგადოებისა და რეგიონის განვითარებაში” წაიკითხა.

ლექცია ინტერაქციული ხასიათის იყო და კოლეგებს შორის ცოდნის გაცვლასა და პროფესიულ განვითარებას ემსახურებოდა. საინტერესო დისკუსიამ დარგის წამყვან სპეციალისტთან ლატვიიდან, “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა სოციალური მეწარმეობის პრინციპების შესახებ და გასცნობოდნენ ინოვაციურ მიდგომებს საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

“დაუგავპილსის უნივერსიტეტისა” და “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიური პერსონალის კოლაბორაცია ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საშუალებას იძლევა, რაც საქართველოს საუნივერსიტეტო საზოგადოების აკადემიურ წინსვლაზე დადებითად აისახება.

თანამშრომლობის მსგავსი ფორმატები ხაზს უსვამს „ევროპის უნივერსიტეტის” ერთგულებას უწყვეტი სწავლის, პროფესიული განვითარებისა და განათლების ხარისხის ამაღლების მიმართ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *