სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

პოსტერების კონკურსში “აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატის პრევენცია” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

posterebis-konkursshi-akademiuri-ketilsindisiereba-da-plagiatis-preventsia-gamarjvebulebi

“ევროპის უნივერსიტეტის“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების ორგანიზებით პოსტერების კონკურსის “აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატის პრევენცია“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

თვრამეტი საკონკურსო პოსტერიდან ჟიურის წევრებმა სამი გამარჯვებული შეარჩიეს და საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველი ადგილი – ნიკოლოზ ბუთლიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტი

მეორე ადგილი – ილეფ მბარექ, მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტი

მესამე ადგილი – ფაიზან ახმედ ხანი, მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტი

პოსტერების კონკურსის ყველა მონაწილეს უნივერსიტეტის ბრენდირებული სასაჩუქრე ნაკრები გადაეცა. პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილის მფლობელები კი “ლატერნას” წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ.

კონკურსის მიზანი სტუდენტებში პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლება და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების გაცნობა იყო.

კონკურსის ფარგლებში მომზადებული ნაშრომები “ევროპის უნივერსიტეტის“ ორივე კორპუსში იქნა გამოფენილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *