17 ივნისს, “ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ზარგინავამ, რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და ვიცე რექტორებმა თათია დოლიძემ და რევაზ ბეგიაშვილმა სხვადასხვა სფეროდან უნივერსიტეტის სტრატეგიულ პარტნიორებს ბიზნეს ვახშამზე უმასპინძლეს.
კაფე “ლიტერაში“ გამართულ ღონისძიებას სამართლის, განათლების, ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, მედიცინის ფაკულტეტის და ვეტერინარიის ფაკულტეტის ის პარტნიორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ფაკულტეტის დეკანებთან, პროგრამის ხელმძღვანელებთან და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრთან.
მოწვეული ორგანიზაციები სხვადასხვა ინდუსტრიაში უზრუნველყოფენ “ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ეფექტურ სტაჟირების და დასაქმების პროგრამებს, რაც კურსდამთავრებულების კარიერულ წინსვლას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
არაფორმალურ გარემოში ბიზნეს სექტორიდან სხვადასხვა სფეროს პარტნიორებთან შეხვედრის მიზანი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და სამომავლო პერსპექტივების დასახვა იყო.