„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, განათლების ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი და გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: „მიგრაციის მაჩვენებლები საქართველოსთვის“.
კონკურსის ეტაპები:
ნაშრომების მიღება: 15 ივნისი – 15 ივლისი;
გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი – 31 ივლისი.
კონკურსის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, განათლების ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს;
- ანალიტიკური ესე შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე;
- ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას;
- საკონკურსო ნაშრომის ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, კურსი და სპეციალობა;
- ნაშრომები უნდა გადმოიგზავნოს არაუგვიანეს 15 ივლისის 18:00 საათამდე;
- საკონკურსო ნაშრომები უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: info@eugb.ge, სახელწოდებით „ანალიტიკური ესეების კონკურსი მიგრაციის თემაზე“;
პლაგიატის დადგენის შემთხვევაში ნაშრომი მოიხსნება კონკურსიდან;
შეფასების კრიტერიუმები:
1) თემასთან შესაბამისობა და საკითხის სიღრმისეული გააზრება (10 ქულა);
2) ნაშრომის სტრუქტურა: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი (10 ქულა);
3) კვლევის შინაარსი: ლოგიკური მსჯელობა, ანალიზი და არგუმენტირება(10 ქულა);
4) ენობრივი გამართულობა (10 ქულა);
5) გამოყენებული ლიტერატურის სიახლე, ხარისხი და მრავალფეროვნება (10 ქულა).
ანალიტიკური ესეს გაფორმების წესი:
- ფურცლის ზომა: A4;
- შრიფტი: უნიკოდი (Sylfaen);
- შრიფტის ზომა: 12;
- ინტერვალი: 1,15
- სიტყვების რაოდენობა 500-დან 1000 სიტყვამდე.
წარმოდგენილ ანალიტიკურ ესეებს შეაფასებს ფაკულტეტის პროფესორებისგან შემდგარი კომისია.
კონკურსში გამარჯვებული ორი სტუდენტი ჩაერთვება ფაკულტეტზე მიმდინარე ანაზღაურებად კვლევით საქმიანობაში.
კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ:
596 171 171
info@eugb.ge