“ევროპის უნივერსიტეტს” და “პლოვდივის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლას” (ბულგარეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის “ერაზმუს+” კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი მომზადდა.
“პლოვდივის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლა” “ევროპის უნივერსიტეტისთვის” ბულგარეთში რიგით მეოთხე პარტნიორია.