საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” ასისტენტი ეკა კოხრეიძე აკკონის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

evropis-universitetis-asistenti-eka-kokhreidze-akkonis-humanitarul-metsnierebata

“ევროპის უნივერსიტეტის” ასისტენტი და მედიცინის კვლევითი ცენტრის მკვლევარი ეკა კოხრეიძე ბერლინში, აკკონის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

სამი თვის განმავლობაში მან არა ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და დაამყარა ახალი კავშირები.

ვიზიტის ფარგლებში მასპინძელ უნივერსიტეტს, მის საერთაშორისო დახმარების კვლევის ინსტიტუტსა (Institute for Research of International Assistance – IRIA) და “ევროპის უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს ფაკულტეტის აკადემიური და კვლევითი პერსონალის მობილობას; ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების მობილობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ერთობლივი კვლევითი პროექტების წარმოებას; ლექციების, კვლევითი სამუშაო შეხვედრებისა და სიმპოზიუმების ხელშეწყობას, ასევე ინფორმაციისა და აკადემიური გამოცემების გაცვლას.

ბერლინში ვიზიტის პერიოდში ეკა კოხრეიძემ “ევროპის უნივერსიტეტის“ სახელით მოხსენება ორ საერთაშორისო სიმპოზიუმზე – 6th scientific symposium on the occasion of Tuberculosis day და 5 Years IRIA – Symposium on Global Health “Shaping the Future of the Health System“ – წარადგინა. ის ასევე ესწრებოდა კონგრესებს: BMC Health Congress და Congress in Health, Environment and Sustainability.

ამასთანავე, ბერლინში გაიმართა შეხვედრები არსებულ და ახალ პარტნიორებთან და დაიწყო „ევროპის უნივერსიტეტის“ ბაზაზე არსებული “ჰორიზონტი ევროპის“ კონკურსისთვის მზადება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *