მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ლიმერიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორთა კვირეულს დაესწრო

evropis-universitetis-meditsinis-pakultetis-dekani-limerikis-universitetis-saertashoriso

“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა 22-26 მაისს “ერასმუს +” პროგრამის ფარგლებში ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორთა კვირეულს დაესწრო.

ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა ლიმერიკის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლებს. შეხვედრებზე “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტთან მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ნათია ჯოჯუა ასევე დაესწრო ლიმერიკის უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებს, რომელიც ეხებოდა ლიმერიკის უნივერსიტეტის მიდგომებს, გამოცდილებასა და გამოწვევებს.

კვირეულის ფარგლებში ლიმერიკის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაეთვალიერებინათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *