ხათუნა კუდავა „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორი და ,,კანვენი“ – კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის მიკოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული მიმართულების ხელმძღვანელი და ექიმი დერმატო-ვენეროლოგია.
1991-1998 წლებში სწავლობდა „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში“, 2014 წელს კი ამავე უნივერსიტეტში მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი დერმატო-ვენეროლოგიაში. გარდა ამისა, 2018 წელს გაიარა სპეციალური კურსი ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემია-ში (EADV) და მიენიჭა კვალიფიკაცია დერმატოსკოპიაში.
ხათუნა კუდავა ფასილიტატორის, ორგანიზატორისა და მონაწილის რანგში ჩართულია სხვადასხვა ტრენინგ-კურსებსა, სემინარებსა თუ სამეცნიერო აქტივობებში, როგორებიცაა:
• ,,Applications of portfolios for teaching and assessment of undergraduate medical students” – European University – მონაწილე;
• ,,International School of Dermatooncology and Dermatos” – International dermoscopy Society – მონაწილე;
• ,,Current issues of Dermatology, Dermoscopy, Dermatosurgery, Dermatooncology, Dermatopathology and Photodermatology”- International Conference – მომხსენებელი;
• XII პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია ,,ციფრული დერმატოსკოპია – დიაგნოსტიკის საფუძვლები“ – მომხსენებელი;
• საერთაშორისო საიუბილეო კონფერენცია – ,,თავის თმიანი არის მიკოზების კლინიკურ-ეტიოლოგიური თავისებურებანი”- მომხსენებელი, სესიის ხელმძღვანელი
მისი ავტორობით არაერთი ნაშრომი, კვლევა თუ სტატია პრესტიჟულ ქართულ და უცხოურ ჟურნალებშია გამოქვეყნებული.