“ევროპის უნივერსიტეტის” ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი და აფილირებული ასისტენტ-პროფესორი ბაია კუბლაშვილი ერაზმუს+ მობილობის ფარგლებში 8-12 მაისს რუმინეთში, დასავლეთ ტიმიშოარას უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბაია კუბლაშვილი დასავლეთ ტიმიშოარას უნივერსიტეტში ერაზმუს+ მეცამეტე საერთაშორისო კვირეულს დაესწრო და 30-მდე სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის წარმომადგენელს “ევროპის უნივერსიტეტის” შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრებში დასავლეთ ტიმიშორას უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანთან ირინა მაქსინგასთან, ალბანელ და პორტუგალიელ კოლეგებთან, პროფესორებთან, ალმირ ჯანგოლთან, რიკარდო პეიხოტოსა და ელსიდა სინასთან ერთად. მონაწილეებმა ერთმანეთს ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში არსებული საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ დასავლეთ ტიმიშოარას უნივერსიტეტში საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას შორის თანამშრომლობისა და ექსტრაკურიკულური აქტივობების მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა, მათ შორის კვლევების განხორციელების, სამეცნიერო სტატიების მომზადებისა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობის მიმართულებით.