“ევროპის უნივერსიტეტს“ „ნელი ტურიზმის მენეჯმენტის” (STM) EMDM პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, პროექტის გუნდის მიერ სიღრმისეულად იქნა განხილული პროექტით გათვალისწინებული ისეთი ამოცანები, როგორიცაა ინტეგრირებული ტრანსნაციონალური სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაციისა და დიპლომის გაცემის საკითხები, კურსების კატალოგი, სასწავლო გეგმა, შეფასების მეთოდები და სხვა.
STM გახლავთ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის საერთაშორისო კონსორციუმი აერთიანებს 6 ქვეყნის 7 უნივერსიტეტს. პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო პროგრამის განხორციელება სემესტრულად მოხდება ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტში (პოლონეთი), პანონიის უნივერსიტეტსა (უნგრეთი) და ევროპის უნივერსიტეტში (საქართველო). ხოლო, იიჰლავას პოლიტექნიკური კოლეჯი (ჩეხეთი), ალანიის უნივერსიტეტი (თურქეთი), ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი) და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) უზრუნველყოფენ პროგრამის ინტერნაციონალიზაციის ისეთ აქტივობებს, როგორიცაა სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობა, სტაჟირების ადგილების შეთავაზება, საზაფხულო სკოლების და სასწავლო ტურების ორგანიზება და სხვა.
„ნელი ტურიზმის მენეჯმენტის” პროექტის გუნდი შემდეგ სამუშაო შეხვედრას პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტი, ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტი, მიმდინარე წლის სექტემბერში უმასპინძლებს.