საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ლატვიაში საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ

DAUGAVPILS-UNIVERSITATE

8-12 მაისს „ევროპის უნივერსიტეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი, ლაურა პაპასქუა და ერაზმუს მობილობის მენეჯერი, თამუნა მანველიშვილი დაუგავპილისის უნივერსიტეტში (ლატვია) ერაზმუს+ ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ. ღონისძიება პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის პიროვნული, პროფესიული და ინსტიტუციური კავშირების გაღრმავებას ემსახურებოდა.

საერთაშორისო კვირეულზე ასევე იყვნენ წარმოდგენილნი მინდანაოს უნივერსიტეტის (ფილიპინები), ტაჯიკეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (ტაჯიკეთი), რუსულ-ტაჯიკური უნივერსიტეტის (ტაჯიკეთი), ლესოტოს ეროვნული უნივერსიტეტის (ლესოტო), ინდონეზიის ალ აზარის უნივერსიტეტის (ინდონეზია), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო) და ვროცლავის კ. ლიპინსკის მუსიკის აკადემიის (პოლონეთი) ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მონაწილეები დაესწრნენ სესიებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა და მრავალფეროვნება, ლატვიის კულტურა და ენა. მათ ასევე მიეცათ შესაძლებლობა დაუგავპილსის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი „ილგასი“ და უნივერსიტეტის ლაბორატორიები მოენახულებინათ. მონაწილეებმა პრეზენტაციების საშუალებით ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია თავიანთ უნივერსიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკების შესახებ და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ „ევროპის უნივერსიტეტსა“ და „დაუგავპილსის უნივერსიტეტს“ მემორანდუმისა და ინტერინსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე დიდხნიანი თანამშრომლობა აკავშირებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *