მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

პროფესორი ლარისა მელია „ევროპის უნივერსიტეტის“ მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

larisa-melia

ლარისა მელია „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკად.ო.ღუდუშაურის კლინიკის მან-გინეკოლოგი და გინეკოლოგიური განყოფილების გამგეა.

ლარისა მელია ფასილიტატორის, ორგანიზატორისა და მონაწილის რანგში ჩართულია სხვადასხვა ტრენინგ-კურსებსა თუ სემინარებში, როგორებიცაა:

  • თანამედროვე მიდგომები ურგენტული გინეკოლოგიის პრაქტიკაში“ – კარლ შტორცის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი
  • რეპროდუქტოლოგიური და ქირურგიული გინეკოლოგიის სიახლეები“ – საქართველოს გაერთიანებული ენდოსკოპისტთა ასოციაცია
  • საქართველოს მეან-გინეკოლოგ-პერენატოლოგთა VIII საერთაშორისო კონგრესი“ – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო
  • დედიდან ბავშვზე აივ/შიდსის და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის საკითხები“ – შიდსის მალარიას და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტი

მან მოხსენება წარადგინა 2016 წელს თემაზე “ვულგარული პემფიგუსი” მაასტრიხში, პერინატალური მედიცინის მე-17-ე კონგრესზე, 2017 წელს დედისა და ნაყოფის მსოფლიო პირველ კონგრესზე, ლონდონში – „ვოლფრამის სინდრომი და წარმატებული ორსულობა“ და თბილისში, ამიერკავკასიის კონგრესზე „დაბალმოლეკულური ჰეპარინის გამოყენება სამეანო პრაქტიკაში“.

ლარისა მელიას სახელთან დაკავშირებულია არაერთი ნაშრომი, კვლევა თუ სტატია, რომელიც პრესტიჟულ უცხოურ და ადგილობრივ ჟურნალებშია გამოქვეყნებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *