მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

მაია ჟამუტაშვილი „ევროპის უნივერსიტეტის“ ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

maia-jamutashvili

მაია ჟამუტაშვილი „ევროპის უნივერსიტეტის“ ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

მაია ჟამუტაშვილი „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი-ინფექციონისტია.

1978-1984 წლებში სწავლობდა „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში“
ამას გარდა, მაია ჟამუტაშვილმა პროფესიული კურსები გაიარა მადრიდსა და ბარსელონაში (ესპანეთი)

  • “AIDS and Viral Hepatitis Course”
  • „Viral hepatitis course“

1987 წლიდან დღემდე დასაქმებულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში, 2008 წლიდან მუშაობს ჰემატოლოგიურ კლინიკა „ჰეპა-ში“, 2011 წლიდან კი იკავებს მრჩევლისა და ექიმი-ინფექციონისტის პოზიციას გერმანულ კლინიკა “ლიმბახში“.

მაია ჟამუტაშვილის ავტორობით გამოქვეყნებულია 54 სამეცნიერო ნაშრომი, მიღებული აქვს ჯილდო ფალკის საერთაშორისო სიმპოზიუმზე მოხსენებისთვის – „ახალი ტენდენციები ჰეპატოლოგიაში“.

ის საქართველოს ინფექციონისტთა, პარაზიტოლოგთა, ჰეპატოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა ასოციაციის საზღვარგარეთთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარეა, 1987 წლიდან ინფექციონისტთა ასოციაციის, ხოლო, 2017 წლიდან აზიის ღვიძლის შემსწავლელთა ასოციაციის (EASL) წევრია. აგრეთვე, იგი არაერთი კონფერენციისა და კონგრესის, როგორც მონაწილე ასევე მომხსენებელია:

  • 2003 წელი – ფალკის 136-ე, 137-ე, 138-ე სიმპოზიუმი, ფალკ ღვიძლის მეთორმეტე კვირეული ფრაიბურგში
  • 2003 წელი – EASL 38-ე ყოველწლიური კონფერენცია, ჟენევა (შვეიცარია)
  • 2004 წელი – მეცხრე საერთაშორისო კონგრესი კლინიკურ პათოლოგიაში, ბანგკოკი (ტაილანდი)
  • 2018 წელი – მოხსენება სტამბულში, ღვიძლის კვლევის შესახებ Asian Pacific Association-ში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *