მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტმა” “რადიქსის” მეთორმეტე თბილისის საერთაშორისო კონგრესში მიიღო მონაწილეობა

radix-stomatologiis-kongresi
თბილისში სამეცნიერო კვლევით ცენტრ “რადიქსის” მეთორმეტე თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი გაიმართა, რომელიც მედიცინის მომიჯნავე სფეროებსაც მოიცავდა. კონფერენციაში, რომელიც Pullman Tbilisi Axis Towers-ში ჩატარდა, “ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტმა მიიღო მონაწილეობა. კონგრესს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა, სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი სოფიო სამხარაძე და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ. ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ლაშა დოლიძემ ღონისძიებაზე წარადგინა თემა: “პირველი დახმარება გულის გაჩერების და სასუნთქი გზების ობსტრუქციის დროს (ლექცია და დემონსტრაცია)”. კონფერენციის ფარგლებში კონგრესზე “ევროპის უნივერსიტეტის“ კუთხე წარმოდგენილი იყო გულის გაჩერების მულაჟით, სადაც მსურველებს საშუალება ჰქონდათ გულ-ფილტვის რეანიმაცია პრაქტიკულად გაეკეთებინათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *