საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ერაზმუს+ საერთაშორისო ადმინისტრაციული/აკადემიური მობილობისთვის შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია

administraciuli-akademiuri-mobiloba

ერაზმუს+ საერთაშორისო ადმინისტრაციული/აკადემიური მობილობის პროგრამისთვის შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.

კონკურსის შედეგად, 3 აკადემიური და 3 ადმინისტრაციული პერსონალი ევროპის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულს დაესწრება.

“ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალი აკადემიური ვიზიტით შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაემგზავრება:

• ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი (რუმინეთი) – ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ასისტ. პროფ. ბაია კუბლაშვილი;

• ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტი (პოლონეთი) – ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ასოც. პროფ. გურამ შეროზია და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ასოც. პროფ. ქუჯი ბიჭია;

ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში:

სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი გვანცა ჯიჩოშვილი მალაგას უნივერსიტეტში (ესპანეთი) საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) კვირეულს დაესწრება.

საერთაშორისო თანამშრომლობისა და ერაზმუს მობილობის მენეჯერ თამუნა მანველიშვილსა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერ ლაურა პაპასქუას კი დაუგავპილსის უნივერსიტეტი (ლატვია) უმასპინძლებს.

ერაზმუს+ საერთაშორისო ადმინისტრაციული/აკადემიური მობილობა უცხოურ უნივერსიტეტებში სასწავლო თუ სამუშაო გამოცდილების მიღებას და აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლობის გაღრმავებასა უწყობს ხელს.

პერსონალის საერთაშორისო კვირეულებში მონაწილეობა აკადემიური კავშირებისა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის დამყარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *