“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს” (ლიეტუვა) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2023 წლის ერაზმუს+ კრედიტების საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა მიერ ერთობლივი განაცხადი იქნა მომზადებული.
“ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს” ვილნიუსსა და მინსკში 3,700-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.
ის ერთადერთი ბელარუსული უნივერსიტეტია, რომელიც თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში მუშაობს.