“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტზე სხვადასხვა დეპარტამენტები შეიქმნა, ერთ-ერთი მათგანი ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტია, რომელსაც პროფესორი რამაზ ყურაშვილი უხელმძღვანელებს.
რამაზ ყურაშვილი ,,ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული პროფესორი გახდა. ის უხელმძღვანელებს ენდოკრინოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო- კვლევით მუშაობას, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, პანელური დისკუსიების ჩატარებას და ა. შ.
რამაზ ყურაშვილი დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრის დამფუძნებელი და დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელი/დირექტორია.
- 1965-1977 წლებში იყო თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი.
- 1977-1987 წლებში კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, რადიოიმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პარალელურად იყო მეტაბოლიზმის რეგულაციის განყოფილების ხელმძღვანელი.
- 1987-2011 რესპუბლიკური სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის გენერალური დირექტორი.
კვალიფიკაცია გაიარა გულის და ფილტვების ნაციონალურ ცენტრში, აშშ-ში, ენდოკრინოლოგიის და კარდიოლოგიის ინსტიტუტებში; ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, მოსკოვში.
დაჯილდოებულია საქართველოს საპატიო ორდენით; იტალიის ექიმთა ასოციაციის საპატიო სიგელით; 2015 წელს მიღებული აქვს “მშვიდობის ელჩის“ სტატუსი და 2019 წელს საუკუნის ექიმის წოდება; 2020 წელს გადაეცა მედია ვარსკვლავი მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ხოლო 2021 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.
არის საერთაშორისო ორგანიზაციების – IDF, EASD, AACE, ESA, ESC, NeuroDiab, DESG / EASD; D-Foot Internarional/IWGDF, EASD წევრი, აგრეთვე:
- საქართველოს ენდოკრინოლოგთა და კარდიოლოგთა საზოგადოების, ჰიპერტენზიის საზოგადოების, საქართველოს სამედიცინო საზოგადოების, დიპლომის შემდგომი განათლების საზოგადოების წევრი;
- საქართველოს ექიმთა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი;
- ჯანდაცვის ექსპერტი ენდოკრინოლოგიაში
წლების განმავლობაში მონაწილეობს საერთაშორისო, ევროპის და აზიის ფორუმების მუშაობაში, მრავალჯერ ზეპირი მოხსენებებით მიწვეული იყო საერთაშორისო და ევროპის კონგრესებზე.
მონაწილეობას იღებს სხვადასხვა კონფერენციებში, როგორც თავმჯდომარე, მომხსენებელი და ორგანიზატორი.
რამაზ ყურაშვილი მრავალი ათეული სამეცნიერო შრომის ხელმძღვანელია. მის სახელთან დაკავშირებულია არაერთი ნაშრომი, კვლევა თუ სტატია, რომელიც პრესტიჟულ უცხოურ და ადგილობრივ ჟურნალებშია გამოქვეყნებული.