საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი, ნინო ტალიაშვილი ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წლიურ კონფერენციას დაესწრო

evropis-universitetebis-konferencia

“ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი ნინო ტალიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი თათია დოლიძე ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წლიურ კონფერენციას დაესწრნენ, რომელიც 20-21 აპრილს გდანსკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (პოლონეთი) გაიმართა.

ღონისძიება ყოველწლიურია და ემსახურება მიღწეული შედეგების გაზიარებასა და ევროპული საგანმანათლებლო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარებას.

2023 წლის თემატიკა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საზოგადოებრივი გავლენა იყო. განხილულ იქნა სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებებისა თუ კრიზისების ფონზე საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში უნივერსიტეტების როლი. კერძოდ, სესიები ეხებოდა ისეთ ძირეულ საკითხებს, როგორიცაა უნივერსიტეტების საქმიანობის შეფასებაში საერთაშორისო რეიტინგების ფუნქცია, ციფრული ტრანსფორმაციის გავლენა სწავლა-სწავლების პროცესზე, საზოგადოებრივი გამოწვევების საპასუხოდ სექტორთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობა, მწვანე საუნივერსიტეტო პოლიტიკის არსი და სხვა.

კონფერენციას წინ უძღოდა გენერალური ასამბლეაც, რომლის ფარგლებშიც შეირჩა ასოციაციის ახალი პრეზიდენტი და დამტკიცდა მმართველი ორგანოს განახლებული შემადგენლობა.

“ევროპის უნივერსიტეტი” უკვე მეორე წელია, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ასოცირებული წევრია და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებს შორის საპატიო ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ასოციაცია თანამშრომლობს ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან და წევრ ორგანიზაციებს და მათ შორის ევროპის უნივერსიტეტს აძლებს შესაძლებელობას, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის უმაღლესი განათლების სამომავლო პოლიტიკისა და ინიციატივების ფორმირებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *