“ევროპის უნივერსიტეტს” და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა მებაღიშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი, რომელიც მჭიდრო თანამშრომლობას და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს, მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში გაფორმდა.
მხარეთა შორის თანამშრომლობა “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას მისცემს, დასაქმდნენ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სასწავლო დისციპლინის სახით უძრავი ქონების სამართლისა და ბიზნესის საბაკალავრო პროგრამაში დანერგვაზე.