10 აპრილს, 17:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეს აცხადებს.
საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს გიწვევთ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად. ღია კარის დღეზე გაგაცნობენ:
- საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამასა და სასწავლო გეგმას
- პროგრამაზე არსებული ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობებს (გაცვლითი პროგრამები, საზღვარგარეთ სტაჟირება, სასერტიფიკატო კურსები და სხვა)
- დასაქმების შესაძლებლობებს პრაქტიკოსი ლექტორები და დამსაქმებლები
გარდა ამისა, აბიტურიენტები შეძლებენ გაცვლითი პროგრამებითა და საზღვარგარეთ პრაქტიკის პროგრამით მოსარგებლე სტუდენტების მიერ მიღებული გამოცდილების მოსმენას;
უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზის, საქართველოს კონსტიტუციის სახელობის სასამართლო დარბაზის, EU ლაბის და სტუდენტური სივრცის დათვალიერებას.
მისამართი: “ევროპის უნივერსიტეტი”, გურამიშვილის #76
საერთაშორისო ურთიერთობების ღია კარის დღეზე სარეგისტრაციოდ მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/40VWni4