„ევროპის უნივერსიტეტის“ ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის ორგანიზებით, ,,ევროპის უნივერსიტეტის“ ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზში I სამეცნიერო სესია გაიმართა. სესია მიეძღვნა გამოჩენილ არქეოლოგსა და პედაგოგს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტს, პროფესორ გურამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 85 წლისთავს.
სესიაზე არქეოლოგებმა საველე კვლევა-ძიების ანგარიშები წარადგინეს. მათ შორის იყვნენ:
ა. ნონეშვილი – ნიჩბისისხევის, ადგილ ოხერახევის ელინისტური ხანის სამაროვნის გათხრების საველე ანგარიში.
გ. მწყერაძე – ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისთან მდებარე ,,ბერების საყდარზე“ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები.
ლ. ბითაძე – ,,ბერების საყდარზე“ მოპოვებული ოსტეოლოგიური მასალის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგები.
ე. ყვავაძე – სოფელ ყვიბისში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლ ,,ბერების საყდარზე“ აღებული ორგანული ნაშთების პალინოლოგიური კვლევა.
ნ. პაჭიკაშვილი – რუსთავის ციხე-სიმაგრეზე 2022 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები.
ნ. ფოფორაძე – კოლხეთის რკინის მეტალურგიის თავისებურებები.
ვ. ლიჩელი – სიახლეები გრაკლიანი გორიდან.
კ. ფიცხელაური, კ. ფიცხელაური – ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა დიდი შირაქის ველზე.
ვ. სადრაძე, მ. ძნელაძე, გ. კვირკველია – არქეოლოგიური კვლევები ვაშნარის ნაქალაქარზე.
მ. ძნელაძე, ვ. სადრაძე, ე. ღლიღვაშვილი – თბილისის ზღუდე-გალავნის არქეოლოგიური შესწავლისათვის.
ლ. ჯანიაშვილი – შინამრეწველობა ლაფანყურში მცხოვრებ ფშაველებში (2022 წლის საველე-ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით)