ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად „ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.
გამოცხადებულია 7 სრულად დაფინანსებული კვოტა ევროკავშირის 4 ქვეყნის მიმართულებით, შემდეგი პირობებით:
ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტი, პოლონეთი
სამიზნე აუდიტორია: „ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიური (ტურიზმის და მენეჯმენტის პროგრამები) ან ადმინისტრაციული (ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეული) პერსონალი.
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო (2023 წლის 29 მაისი – 2 ივნისი) და 2 სამგზავრო დღე.
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში.
კვოტა: 2
სარეგისტრაციო ფორმა: ადმინისტრაციული პერსონალისთვის; აკადემიური პერსონალისთვის
დაუგავპილსის უნივერსიტეტი, ლატვია
სამიზნე აუდიტორია: „ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიური (ინფორმატიკა, ფსიქოლოგია, სამართალი, განათლების ადმინისტრირება) ან ადმინისტრაციული (ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეული) პერსონალი.
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (2023 წლის 8-12 მაისი) და 2 სამგზავრო დღე.
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში.
კვოტა: 3
სარეგისტრაციო ფორმა: ადმინისტრაციული პერსონალისთვის; აკადემიური პერსონალისთვის
ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი, რუმინეთი
სამიზნე აუდიტორია: „ევროპის უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის პროგრამის აკადემიური პერსონალი
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (2023 წლის 8-12 მაისი) და 2 სამგზავრო დღე.
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში.
კვოტა: 1
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/SJHZEa17BK1H8JA78
მალაგას უნივერსიტეტი, ესპანეთი
სამიზნე აუდიტორია: „ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალი (ტურიზმი, ინფორმატიკა) ან ადმინისტრაციული თანამშრომელი (ნებისმიერი ერთეული).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (2023 წლის 26-30 ივნისი) და 2 სამგზავრო დღე.
სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 160 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 820 ევროს ფარგლებში.
კვოტა: 1
სარეგისტრაციო ფორმა: ადმინისტრაციული პერსონალისთვის; აკადემიური პერსონალისთვის
შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებით და “ევროპის უნივერსიტეტის” “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად, რაც გულისხმობს შემდეგ ეტაპებს:
1. გამოცდა ინგლისურ ენაში – B2 დონე ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის და C1 – აკადემიური პერსონალისთვის (ოთხშაბათი, 12 აპრილი, 11:00 სთ)
შენიშვნა:
(!) შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდება „ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიური პერსონალი, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების არანაკლებ ერთწლიანი სტაჟი; მოპოვებული აქვს ინგლისური ენის ფილოლოგის ან ინგლისურენოვანი ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის ხარისხი და/ან ფლობს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს. უკანასკნელ შემთხვევაში, წარმოდგენილი სასერტიფიკატო მინიმალური ქულა CEFR სტანდარტით C1 დონის შესაბამისად უნდა იყოს: IELTS 7.0; Toefl iBT 95; Toelf PBT 627; Cambridge English Scale Score for C1 Advanced (იგივე CAE) 180.
(!!) შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდება „ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული პერსონალი, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების მინიმუმ ერთწლიანი სტაჟი; მოპოვებული აქვს ინგლისური ფილოლოგიის ან ინგლისურენოვანი ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის ხარისხი; გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე აქვს საზღვარგარეთ ინგლისურ ენაზე სწავლის მინიმუმ ერთსემესტრიანი გამოცდილება და/ან ფლობს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს. უკანასკნელ შემთხვევაში, წარმოდგენილი სასერტიფიკატო მინიმალური ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს: IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toelf PBT 543; Cambridge English Scale Score for B2 First (იგივე FCE) 160.
2. ინგლისურ ენაზე ტრენინგ მობილობის გეგმის პრეზენტაციას ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის და ინგლისურენოვანი საჩვენებელი ლექცია აკადემიური პერსონალისთვის – (სამშაბათი, 18 აპრილი, 12:00 სთ)
ტრენინგის გეგმა ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- დაგეგმილი შეხვედრების და აქტივობების აქტუალობა და მნიშვნელობა;
- მობილობის გეგმის შესაბამისობა უნივერსიტეტის სტრატეგიასთან და პრიორიტეტებთან;
- ინგლისურ ენაზე თანმიმდევრული ლაპარაკი;
- მოსალოდნელი შედეგების ღირებულება სამოქმედო გეგმის თვალსაზრისით და/ან მობილობის შედეგების პოტენციური პრაქტიკული გამოყენებადობა;
- მობილობის ფარგლებში დასახული გეგმის განხორციელებადობა (თანამშრომლის კვალიფიკაციისა და სამსახურებრივი კომპეტენციების გათვალისწინებით)
საჩვენებელი ლექციის შეფასების კრიტერიუმები:
- სასწავლო კურსის თემატიკის ცოდნა;
- თანმიმდევრული ლაპარაკი;
- აუდიტორიასთან კონტაქტი;
- გამოყენებული სწავლების მეთოდები;
- შეკითხვებზე პასუხის გაცემის უნარი.
კონკურსის დასრულებისთანავე, სამუშაო დღის ბოლომდე, კომისია გამოავლენს ოთხივე მასპინძელი უნივერსიტეტის მიმართულებით, კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულების მქონე 7 ადმინისტრაციულ/აკადემიურ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი სარეგიტრაციო ფორმა არაუგვიანეს 10 აპრილის 12:00 საათისა.
ერაზმუს+ მობილობის მენეჯერი სინფორმაციო/საორიენტაციო შეხვედრას გამართავს ხუთშაბათს, 6 აპრილს, 15:00 საათზე. დასწრების ბმული – https://us02web.zoom.us/j/87382957928?pwd=bk5ZdDZGUW9Ta293QTUvNFNmVWhGZz09
დაინტერესებულ პირებს საკონკურსო კრიტერიუმების დეტალური განმარტებისთვის ვთხოვთ, გაეცნონ “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს”.