საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

gatsvliti-programa

“ევროპის უნივერსიტეტის” ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის 6 ქვეყნის მიმათულებით საერთაშორისო მობილობა გამოცხადდა.

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს მგზავრობის ხარჯები და სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ, ამასთან, ყოველთვიურად მიიღებენ სტიპენდიას.

ავსტრიის, ლატვიის, რუმინეთის, თურქეთის, ჩეხეთის და პოლონეთის უნივერსიტეტები ქართველ სტუდენტებს შემდეგი პირობებით უმასპინძლებენ:

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ავსტრია

სამიზნე აუდიტორია: მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის შემოდგომის ერთი სრული სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/WXWLdKNQcJAQie917  


დაუგავპილსის უნივერსიტეტი, ლატვია

სამიზნე აუდიტორია: ფსიქოლოგიის, სამართლის, ინფორმატიკის საბაკალავრო და განათლების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის შემოდგომის ერთი სრული სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ფორმა:  https://forms.gle/GNS4aV1gusCY7jRb8   


ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი, რუმინეთი

სამიზნე აუდიტორია: “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების, ფსიქოლოგიის და სამართლის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები.

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის შემოდგომის ერთი სრული სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/vADqaGhf4oetHT696


ტოკატ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტი, თურქეთი

სამიზნე აუდიტორია: სტომატოლოგიის და დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამების, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები.

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის შემოდგომის ერთი სრული სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/7SDRdimJnTZFv1Px8


მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი

სამიზნე აუდიტორია: სტომატოლოგიის და მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამების და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის შემოდგომის ერთი სრული სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში

კვოტა: 2

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/SBopHn3f5vDYG1vN7  


ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტი, პოლონეთი

სამიზნე აუდიტორია: ტურიზმის საბაკალავრო და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის შემოდგომის ერთი სრული სემესტრი

სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/rUi8DdYpA67HCXaW9  


შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებით და “ევროპის უნივერსიტეტის” “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად, რაც გულისხმობს შემდეგ ეტაპებს:

1. გამოცდა ინგლისურ ენაში – B2 დონე (ოთხშაბათი, 12 აპრილი, 14:00 სთ.)

შენიშვნა:

(!) სტუდენტი, რომელიც წარადგენს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდიდან და ავტომატურად გადადის კონკურსის მომდევნო ეტაპზე.

წარმოდგენილი სასერტიფიკატო ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს: მინ. ქულა IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toelf PBT 543; Cambridge English Scale Score for B2 First (იგივე FCE) 160.

2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე –  (სამშაბათი, 18 აპრილი, 15:00 სთ)

გასაუბრების შეფასების ელემენტები:

  • მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.

კონკურსის დასრულებისთანავე, სამუშაო დღის ბოლომდე,  კომისია გამოავლენს ექვსივე მასპინძელი უნივერსიტეტის მიმართულებით კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულების მქონე 7 სტუდენტს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი სარეგიტრაციო ფორმა არაუგვიანეს 10 აპრილის 12:00 საათისა.

ერაზმუს+ მობილობის მენეჯერი სინფორმაციო/საორიენტაციო შეხვედრას გამართავს ხუთშაბათს, 6 აპრილს, 16:00 საათზე. დასწრების ბმული.

დაინტერესებულ პირებს საკონკურსო კრიტერიუმების დეტალური განმარტებისთვის გთხოვთგაეცნოთ “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს”. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *