“ევროპის უნივერსიტეტსა” და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ მოაწერეს.
მემორანდუმი, რომელიც მხარეების მხრიდან მჭიდრო თანამშრომლობას და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს, სამართლის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა.
მხარეთა შორის თანამშრომლობა “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას მისცემს, დასაქმდნენ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება სამართლებრივი დახმარების სამსახურში.