“ევროპის უნივერსიტეტი” საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე IEF 2023 (International Education Fair 2023) არის წარმოდგენილი.
გამოფენა ყაზახეთის ორ ქალაქს და ბაქოს მოიცავს და მას სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებიან.
გამოფენაზე საქართველოში განათლების მიღების მსურველი ყაზახეთის მოქალაქეები უნივერსიტეტის პროგრამებს პირადად ეცნობიან და განაცხადებას აკეთებენ.
“ევროპის უნივერსიტეტის” დელეგაცია ყაზახეთში ვიცე-რექტორის თამარ ზარგინავას ხელმძღვანელობით იმყოფება.
ამ დროისთვის “ევროპის უნივერსიტეტს” უკვე ასზე მეტმა აბიტურიენტმა მიმართა. ძირითადად ინტერესს მედიცინისა და სტომატოლოგიის მიმართულება წარმოადგენს.